საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 2017

მარტვილში დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში  არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
საკრებულოს თავმჯომარემ ალექსი გაბისონიამ და გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად გვირგვინებით შეამკო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის  დაღუპული გმირების მემორიალი.   საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და მერაბ კოსტავას ბიუსტები ასევე   გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს, მარტვილის საფეხბურთო კლუ „მერანის“ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ტრიფონ ხუხუას სახელობის   კულტურის  სახლში, დილიდან  მოეწყო ნახატებისა და ნაქსოვი ნივთების გამოფენა.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეჯიბრებები სხვადასხვა სპორტულ სახეობებში: ფეხბურთი, კალათბურთი, ძიუდო, ფრემბურთი, ლელო, მაგიდის ჩოგბურთი, და სხვა, რომელიც კომპლექსური სასპორტო სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
ასევე გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კულტურის სახლში გამართული საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content