თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდი მარტვილში

29 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის კონცერტს დაესწრნენ.

  თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის მიერ კონცერტზე შესრულდა მოცარტის, გერშვინის, ჭულუხაძის, ვაშაკიძის საგუნდო ნაწარმოებები და მუსიკა მხატვრული და ანიმაციური ფილმებიდან. გუნდის მთავარი რეჟისორია შიო აბრახამია, ქორმაისტერი – თამარ თალაკვაძე, პედაგოგი – სალომე მაკარიძე.

კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღნიშნულმა კონცერტმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content