11სექტემბერს , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორთან ჯესი სურმავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სერგიეთში მდებარე ახალაშენებული მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა.
საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, მშენებლობა განხორციელდა ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი”-ს მეშვეობით და ,,ევროპის საინვესტიციო ბანკი”-ს დაფინანსებით, რომლის ღირებულებამ 732.223 ლარი შეადგინა.
ამჟამად ბაზაზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი და 2017 წლის ოქრომბერს დასრულდება.