12 სექტემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლიც 13 სექტემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გავა და 12:00 სთ–ზე დაიწყება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლების მიზნით ნებადართული გზების განსაზღვრის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/