ეკო კლუბი მარტვილში

2 ნოემბერს, 12:00 სთ–ზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ეკო კლუბ „ნორჩი ეკოლოგების“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

გარემოს დაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი – ”მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილებისათვის  ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის გზით”, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეკო კლუბის „ნორჩი ეკოლოგები“–ს წევრებმა სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა .

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ეკოლოგიის თემაზე მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს.

შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ: დალი ქაჩიბაია – პროექტის კოორდინატორი, ალექსი გაბისონია-  საკრებულოს თავმჯდომარ, მერაბ ქვარცხავა – მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,  თამარ მალანია – ასოციაცია  „დეას“ თავმჯდომარე, სოფიო გაბისონია – 62 ოლქის მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის  ოთარ დანელიას ბიუროს თანამშრომელი, ეკატერინე ნაროუშვილი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content