14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.