სტიქიამ მარტვილში პრობლემები შექმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. კერძოდ, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content