„ჭყონდიდლობა“ 2020

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე „ჭყონდიდლობა“ აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა (კაცია) აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი.
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა. კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითმა წრეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
                ფოტო
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content