საკრებულოს მორიგი სხდომა

🆕მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, 11:30 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ხელმძღვანელობდა. სხდომაზე გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტრტოს რეკომენდაციები.
🔷 დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
🔵1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔵2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
/თანამომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
🔵3. ,,2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის №57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔵4. საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ცოტნე კაკულია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
✅აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს შესაბამისი განკარგულებები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content