მარტვილის საფეხბრთო სკოლის გახსნის ღონისძიება

28 იანვარს მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბაზა საზეიმოდ გაიხსნება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მდებარე საფეხბურთო სკოლის ბაზის რეაბილიტაცია და ხეოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობა, რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი დასრულებულია და  გახსნის საზეიმო ცერემონია 28 იანვარს, 14:00 სთ-ზე გაიმართება.

მარტვილის საფეხბურთო ბაზაზე, მარტვილის საფეხბურთო სკოლასთან ერთად ფუნქციონირებას დაიწყებს „დინამო“ თბილისის აკადემია, რომელსაც მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა უხელმძღვანელებს.

გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან:  ლევან კობიაშვილი – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;  შალვა გოგოლაძე – კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
ოთარ დანელია – მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი; ლევან  შონია  სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ; რომან ფიფია – ,,დინამო“  თბილისის პრეზიდენტი; ალექსი გაბისონია – მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ალექსანდრე ახვლედიანი – მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; ალექსანდრე გრიგალავა – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები.

საფეხბურთო სკოლის მშენებლობა განხორციელდა ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი”-ს მეშვეობით და ,,ევროპის საინვესტიციო ბანკი”-ს დაფინანსებით, რომლის ღირებულებამ 732.223 ლარი შეადგინა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content