დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის ფოიეში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს თანამშრომელი სოფიო გაბისონია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის მოეწყო ვიდეო რგოლის ჩვენება, რომელიც დაუნის სინდრომისა  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  შესახებ იყო მომზადებული.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და იმ პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებაზე ისაუბრეს, რომელიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით ექმნებათ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content