მარტვილში ზებრა გადასასვლელები მოიხატა

მარტვილის საკრებულოს წევებმა და აპარატის თანამშრომლებმა ზებრა გადასასვლელის მოხატვაში მიიღეს მონაწილეობა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, მარტვილში ზებრა გადასასვლელების მოხატვა განხორციელდა.
აქტივობაში, მუნიციპალიტეტის მერთან, ვიცე-მერთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართული იყო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს ჯაბა გეგეჭკორს და მხატვარ გიორგი გაწერელიას გაწეული მუშაობისთვის.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content