შეხვედრა არასამთავრობოებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

23 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ სა  და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ს წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და საკრებულოს თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო,  მოსახლეობის  ინიციატივით სხვადასხვა დროს შემოსულ იმ  პეტიციების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლის შედგენაშიც მოსახლეობის წარმომადგენლებს აღნიშნული ორგანიზაციები ეხმარებოდნენ.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ საკრებულოსგან მიიღეს მათთვის საინტერესო თემებზე შესაბამისი პასუხები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content