
მიმდინარე წლის 2 მარტს, 13:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის“ უსასყიდლოდ გადაცემაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლოდ 2 წლით თხოვების უფლებით გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის“ უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-მრეწველები“ თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

7.სხვადასხვა.

აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.