ზურაბ დანელიას ხსოვნის საღამო

12 ივლისს, 15:00 სთ-ზე,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, ზურაბ დანელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, კულტურის სახლში,  მარტვილელი პოეტის, შემოქმედისა და პედაგოგის- ზურაბ დანელიას ხსოვნის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ, მარტვილელი შემოქმედის  ცხოვრებისა  და მოღვაწეობის წლები გაიხსენეს.

საღამოს, ზურაბ დანელიას ოჯახის წევრებთან ერთად, მისი მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content