30 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ა(ა)იპ „მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ მიერ ტარდება სატრენინგო კურსი, რომლის თემატიკაა ახალგაზრდული საქმიანობა.
სატრენინგო კურსი ტარდება პროექტის „ჩართულობითი და მხარდამჭერი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება სამეგრელოს რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც „მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ ახორციელებს სამეგრელოს რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში – მარტვილში, სენაკში, ხობსა და წალენჯიხაში. პროექტი ხორციელდება დანიური ორგანიზაციის „სამოქალაქო კავშირების სათემო ფონდის“ ხელმძღვანელობით და დანიური ფონდი CISU – ს ფინანსური მხარდაჭერით.
მოცემული პროექტი გულისხმობს საჯარო მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების კომპეტენციების გაძლიერებას მონაწილეობითი ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით და დამატებით, ახალგაზრდების მომზადებას ახალგაზრდობის მონაწილეობის, აქტიური მოქალაქეობის, ადვოკატირებისა და პროექტის ციკლის მართვის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალგაზრდული საბჭოების შექმნა, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საბჭოები უკვე არსებობს, იგეგმება მათი გაძლიერება.
პროექტის მიზანია ჩართულობითი, მონაწილეობითი, ახალგაზრდების საჭიროებებისადმი მგრძნობიარე და ხელშემწყობი გარემოს შექმნა ახალგაზრდული სფეროს ადვილობრივი აქტორების გაძლიერების გზით.