საკრებულოს მორიგი სხდომა

4 მარტს 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯომარე ალექსი გაბისონია ხელმძღვანელობდა.
სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით სურმავა,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები – სამსახურის უფროსები),დაინტერესებული პირები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-თამარ წივწივაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი/

4.„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდისა და შტამპის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ბეჭდებისა და სატიტულო ფურცლების, მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 დეკემბრის №98 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-თამარ წივწივაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი/

5.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-თამარ წივწივაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი/

6.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების – სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
/მომხსენებელი-დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ-მერის პირველი მოადგილე/

7.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ.
/მომხსენებელი-რამაზ ხურცილავა, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

8.,,საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 იანვრის №27 დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების მოწონების თაობაზე.
/მომხსენებელი-დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ-მერის პირველი მოადგილე/

9.სხვადასხვა

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content