30 აპრილს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალვა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/ ქეთევან ბაჩილავა, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. 2019 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში ,,ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენასა და შეფასების თაობაზე.
/მომხსენებელი-ქეთევან ბაჩილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
სხდომაზე მიიღეს შესაბამისი განკარგულებები.