25 აპრილს, 15:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს სხდომისთვის გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. 2019 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში ,,ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/