საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გახსნას დაესწრო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარიძემ, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ადმინისტრაციული შენობა გახსნა.
„საგანგებოს სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ საერთაშორისო სტანდარტებით აშენდა. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. მისმა ღირებულებამ 126 899 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ნიუ ბილდ გრუპმა“ შეასრულა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.