შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც მიზნად მედიკოსთა უმნიშვნელოვანესი როლის აღნიშვნას და დაფასებას ისახავდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში გაწეული ღვაწლისთვის მედიკოსებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა თითოეულ ექიმს თავგანწირული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. ყველაზე რთულ მომენტებში ვპოულობთ იმედს, მხარდაჭერას და ცხოვრების გაგრძელების ძალას. თქვენ სიცოცხლის სადარაჯოზე დგახართ. მადლობა ექიმებო — თქვენი მზრუნველობა ფასდაუდებელია!“ – განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი ექიმები, ასევე მოწვეული ექიმები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას მარტვილის ფარგლებს გარეთ ახორციელებენ.
ღონისძიება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო გაფორმებული.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content