მე-5 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

3 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებთ გაიხსნა.

პირველ საკრებულოს სხდომაზე მოხდა დღის წესრიგით  გათვალისწინებული შემდეგი საკითხების განხილვა: მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების დაფუძვნების ცნობად მიღება და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულომ, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია ლევან სურმავა.

ლევან სურმავა- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით პირველი სხდომა გაგრძელდება მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 12 საათზე, სადაც მოხდება დღის წესრიგით გათვალისწინებული დანარჩენი საკითხების განხილვა.

 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content