აგრო-ბაზრის გახსნა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილში აგრო-ბაზარი გახსნეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე აგრარული ბაზარი გახსნა.
აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი და პირდაპირი განკარგვის წესით, ორი წლის ვადით ,სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა გარე მოვაჭრეებს, რომლებიც დღეიდან კომფორტულ გარემოში შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content