სისხლის უანგარო დონორობის აქცია

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა.
აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საჯარო მოხელეები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. აქციის მიმდინარეობის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად გაეცნო.
აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.
უანგარო დონორობის აქცია შ.პ.ს. „სისხლის ბანკის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content