საშობაო ალილო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი მონაწილეობდა.
საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.
შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content