
6 იანვარს ქალაქის ცენტრში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. საზეიმო ღონისძოებაზე ადგილობრივმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა შეასწრულეს სხვადასხვა ნომრები. მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იყო საბავშვო გასართობი ადგილების მონახულება, სახეზე მოხატვა, ფოტოსესია სანტა კლაუსთან. საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო ასევე ადგილობრივების მიერ შესრულებული ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.
