პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები მარტვილის მუნიციპალიტეტში გრძელდება.
ქალაქის ცენტრში მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მარტვილში საახალწლო ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია დაესწრო. ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი.
18:00 საათიდან კი მარტვილელების წინაშე ჯგუფი „გუფი ლენდი“ და ანსამბლი „დიდგორი“ წარდგებიან. საახალწლო ღონისძიება მარტვილში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.