მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია , გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერს, თინათინ ტყეშელაშვილს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელს, სოფიო სვანაძეს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივ თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ნიკოლოზ როსებაშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – ფაზა 2“, პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქ მარტვილში აგრობაზარი აშენდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მარტვილის მუნიციპალიტეტს მერს, თორნიკე ჯანაშიას თანამშრომლობისათვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე. შეხვედრის მონაწილეებმა გაწეული საქმიანობა შეაჯამეს.
მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით თანამშრომლობისათვის.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content