ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. ასევე საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა.