4 აპრილს, 14:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
საკრებულომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების მოწონების თაობაზე.
/მომხსენებელი – ცოტნე კაკულია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
აღნიშნულ საკითხზე სხდომამ მიიღო შესაბამისი განკარგულება.