მარტვილის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
დასუფთავების აქციაში მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერიის და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან ერთად ჩაერთო. სხვადასხვა ნარჩენებისაგან დასუფთავდა მდინარე ინჩხიის სანაპიროს ტერიტორია. შეგროვილი ნარჩენები კეთილმოწყობის სამსახურმა ნაგავსაყრელზე გადაიტანა.
აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლება.