დღეს, 14 ივნისს, ევროპის ჩემპიონატი იწყება ფეხბურთში. წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გთავაზობთ საფეხბურთო მატჩების საერთო-სახალხო ჩვენებას ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, საგულშემატკივრო სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩს.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!
18 ივნისი – 20:00
საქართველო – თურქეთი
22 ივნისი – 17:00
საქართველო – ჩეხეთი;
26 ივნისი – 23:00
საქართველო – პორტუგალია.