საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, თამარ ჭედიშვილის პერსონალური გამოფენა დაათვალიერა.
3 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ფოიეში, მე-12 კლასელი, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სახვითი ხელოვნების წრის წევრის თამარ ჭედიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
გამოფენა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.
თამარის ნახატების გამოფენის დათვალიერება მსურველებს 17:00 საათამდე შეეძლება.