მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.