9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.