მარტვილის მუნიციპალიტეტში წიგნის კითხვის საჯარო კვირეული მოეწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, წიგნის კითხვის საჯარო კვირეული მოეწყო.
პერფორმანსს მარტვილის განახლებულმა კანიონმა უმასპინძლა.
წიგნის კითხვაში მონაწილეობას, მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების და კერძო სკოლა ,,სხივის,, მოსწავლეები იღებდნენ.
ღონისძიებამ საყოველთაო, მასშტაბური სახე მიიღო. წიგნის კითხვაში მოსწავლებთან ერთად კანიონის ადგილობრივი ვიზიტორები და ტურისტებიც ჩაერთნენ.
სურვილის შემთხვევაში წიგნების კითხვა ქართულთან ერთად, მეგრულ და ინგლისურ ენებზეც იყო შესაძლებელი.
საღამო შემოქმედებითად გაალამაზა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ხატიაშვილები”, ასევე საკუთარი წვლილი ღონისძიების მრავალფეროვნებაში, ბენდი “მარტვილი ” -ს წევრებმა ანტონ ცაავამ და ცოტნე ჩაჩიბაიამ შეიტანეს.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ესწრებოდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content