ნაგვაზაოს ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია- 14,34 კვ.კმ; მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე, ქ. მარტვილიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ზედა ნაგვაზაო, ქვედა ნაგვაზაო, ლეკვანტალიე. დღეისათვის ნაგვაზაოში ცხოვრობს 886 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 2516-ს.
ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს მაცხოვრის შობის ეკლესიის მშენებლობა.