ნახუნაოს ადმინისტრაციული ერთეულის ფართობი 15,9 კვ.კმ. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 240 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 3,5 კილომეტრით. ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სამი სოფელი: ნახუნაო, წინაკვერკვე, ჭაბურთა. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 990 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 334-ს.
ნახუნაოს ადმინისტრაციული ერთეული გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით, აღსანიშნავია მდინაარეების, არჯანელის და ისკიას სათავეები თავისი მიმზიდველი ლანდშაფტებით.