ხუნწის ადმინისტრაციული ერთეული

ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობი 16 კვ.კმ.  მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სამი სოფელი: ზედა ხუნწი, ქვედა ხუნწი, ლეციცხვაიე. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 1720 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 620-ს.

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეული გამოირჩევა უძველესი არქიტექტურული ძეგლის ნიმუშით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქუქითის გორაზე არსებული ციხის ნაშთები. სადაზვერვო არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა  მნიშვნელოვანი მასალები, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის ციხესიმაგრის სავარაუდო არსებობაზე მეტყველებს. აღმოჩენა, რომელიც V-VI საუკუნეებით თარიღდება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content