სამუსიკო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების ბოლოს „სენაკი არტ-ფესტი 2022’’-ის და ქუთაისის კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსის მონაწილე წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content