11 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად პოლონეთის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.
ღონისძიების დაწყებამდე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პოლონეთის, თურქეთის და ლატვიის ანსამბლების წარმომადგენლებს მერიაში უმასპინძლა.
ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.
ფესტივალი გრძელდება აბაშის, ჩხოროწყუს და ხონის მუნიციპალიტეტებში. ფესტივალის გალა კონცერტი მარტვილში 15 ივლისს 19:30 საათზე გაიმართება.