მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 აგვისტოს, „ბანძის სიონობა“ აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. საღამოს კი ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: მარტვილის სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი ,,მარტვილი“, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მგალობელთა გუნდი,️ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი,️ სოფო და ბორის ბედიები,️ მირზა მოდებაძე,️ თიკა მახალდიანი,️ გიორგი წამალაშვილი,️ მიშა წითელაშვილი,️ მამა გიორგი ბასილაია ოჯახთან ერთად.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა ესწრებოდა.
„ბანძის სიონობა” დეკანოზ შალვა კეკელიას ინიციატივით, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა.