2 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ელდარი თოდუა ხელმძღვანელობდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ელდარი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურენო დანიშნულების ს/კ:41.09.37.559 მიწის ნაკვეთიდან 17კვ.მ. მიწის ნაკვეთის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (2400 ლარი) 45%-ის ოდენობით განსაზღვრაზე და ზემოაღნიშნული ქონების (17 კვ.მ. ფართის) პირდაპირი განკარგვის წესით, ხუთი წლის ვადით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, შპს ,,საქართველოს ფოსტისთვის“ ს.ნ:203836233 გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
4. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კოექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
სხდომამ მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.