2 სექტემბრის ბიუროს სხდომა

2 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ელდარი თოდუა ხელმძღვანელობდა.
ბიურომ დაამტკიცა დღის წესრგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 2 სექტემბერს, 13:00 საათზე, გასამართ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურენო დანიშნულების ს/კ:41.09.37.559 მიწის ნაკვეთიდან 17კვ.მ. მიწის ნაკვეთის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (2400 ლარი) 45%-ის ოდენობით განსაზღვრაზე და ზემოაღნიშნული ქონების (17 კვ.მ. ფართის) პირდაპირი განკარგვის წესით, ხუთი წლის ვადით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, შპს ,,საქართველოს ფოსტისთვის“ ს.ნ:203836233 გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ელდარი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ელდარი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/
3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კოექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ელდარი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content