მარტვილში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუქითის გორაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
გათხრებში მონაწილე არქეოლოგების ინიციატივით, მიმდინარე სამუშაოებს, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ. სკოლის მოსწავლეებს ექსპედიციის წევრებმა დეტალურად აუხსნეს ქუქითის გორაზე ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
აქ არქეოლოგიური გათხრები 2015 წელს დაიწყო. გათხრების შედეგად გამოვლენილია გალავნის 100 მეტრზე მეტი ფრაგმენტი, ტაძრის ნაშთები, იატაკქვეშა საძვალე და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მარტვილის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაციხარი, მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, სამომავლოდ საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content