23 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
ბიურომ დაამტკიცა დღის წესრგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 23 სექტემბერს, 12:30 საათზე, გასამართ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აგვისტოს N 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- პეტიცია-მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის, სალხინოს, თამაკონის, კურზუს, ტალერის, კიწიას და გურძემის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე წყალმომარაგების ერთიანი სისტემის მოწყობის თაობაზე.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/