სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მარტვილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დეკანოზმა მამა გოჩა ცაავამ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულმა მხატვრული წრის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content