5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გივი ელიავამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან მურმან წოწორიასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მაკა გულორდავასთან ერთად უხუცეს პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.