13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ☑ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მუნიციპალიტეტის მერთან- თორნიკე ჯანაშიასთან და მოადგილეებთან ერთად მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო. ⚫მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში დაიბადა. იგი 33 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატსტროფაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. 🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.