8-9 ოქტომბერს, სახლინოს დადიანების სასახლეში, კამერული მუსიკის ფესტივალი მერვედ გაიმართა.
სახლინოს კამერატა პიანისტ ელისო ბოლქვაძის კონცერტითა და მასტერკლასით გაიხსნა. პირველ დღეს ფესტივალში მონაწილეობას იღებდა ასევე ქართული დუეტი -ნეკა სებისკვერაძისა და დავით ნოზაძის მონაწილეობით, კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი , მოდერატორი ნიკოლოზ წულუკიძე.
ფესტივალის მეორე დღე საგუნდო შემსრულებლებს დაეთმო. კამერატას დასკვნით ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი, თსუ-ს სტუდენტური კაპელა, რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“
ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ჭყონდიდის ეპარქიის მხარდაჭერით გაიმართა.
ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მიტროპოლიტი სტეფანე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. ფოტოკოლაჟი